პატრიარქმა ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო

12.11.26 22:48
პატრიარქმა ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი.

პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სპორტსმენების რწმენასა და იმ საჯარო მაგალითზე, რომელსაც ისინი მოედანზე ქრისტიანული ფასეულობების გამოხატვით აჩვენებენ. 

შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა სტუმრებს საჩუქრად ჯვრები გადასცა.