სტიქაროსანის გარდაცვალების საქმე - ყოფილი პოლიციელები წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს

12.11.26 22:55
სტიქაროსანის გარდაცვალების საქმე - ყოფილი პოლიციელები წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს

სტიქაროსანის გარდაცვალების საქმე - სამი ყოფილი პოლიციელი წინასწარი პატიმრობაში გაუშვეს. 

ბრალდება პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავება, რომ მათ დამალეს, რომ 23 წლის თემურ ხადურს დაედევნნენ და გაისროლეს. 

  • დაკავებულები არიან თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახა ნებიერიძე, ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილე ლაშა ლაბუჩიძე და თერჯოლის პოლიციის გამომძიებელი მალხაზ აბჟანდაძე.

სამივეს ბრალი ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ედებათ (სისხლის სამართლის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილი), აბჟანდაძეს კი დამატებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაშიც (სისხლის სამართლის 332-ე მუხლის I ნაწილი). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

არცერთ მათგანს დუმილი არ დაურღვევია. 

გარდაცვლილი სტიქაროსანის დედა ამტკიცებს, რომ თემურ ხადური პოლიციელებმა მოკლეს ან შემოაკვდათ.

23 წლის თემურ ხადურის ცხედარი თერჯოლის სოფელ სიმონეთთან 2024 წლის 28 აგვისტოს იპოვეს. ოჯახი პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ თემურ ხადური სამართალდამცველებმა მოკლეს.

ოჯახის წევრების თქმით, თემურ ხადურმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინა, რის შემდეგაც პოლიცია მას დაედევნა. დადევნებიდან რამდენიმე წუთში მისი კვალი წყდება.

ოჯახი ხადურს 3 დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც მწყემსმა მისი ცხედარი მდინარეში იპოვა. ოჯახი ამბობს, რომ სამედიცინო დასკვნის თანახმად, მის ცხედარს დაზიანებები ჰქონდა.

თემურ ხადურის დედა, ნინო გვიშიანი ეჭვობს, რომ ბიჭს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს და „შემოაკვდათ“, რის შემდეგაც ის მდინარეში გადააგდეს.

23 წლის ბიჭის გარდაცვალბის საქმეზე ჟურნალისტური გამოძოება "ნოდარ მელაძის შაბათმა" ჩაატარა და კამერის ჩანაწერებიც მოიპოვა.