ბათუმში რუსული ლაინერის შემოსვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა - დაკავებულია 10-მდე ოპოზიციონერი

31.07.23 04:00
ბათუმში რუსული ლაინერის შემოსვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა - დაკავებულია 10-მდე ოპოზიციონერი

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო გემის Astoria Grande-ს შემოსვლას, რომელის დახვედრასაც მოქალაქეები საპროტესტო აქციით გეგმავდნენ, ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებები მოჰყვა. რუს პროპაგანდისტების დასაცავად ადგილზე პოლიცია მობილიზდა. საკუთარი ანტირუსული პოზიციის გამო სამართალდამცველებმა 10-მდე ოპოზიციონერი დააკავეს. 

საპროტესტო აქცია წუხელ, გვიან ღამით დაიწყო, როცა ბათუმის ნავსადგურში ჯებირები აღმართეს. ბათუმში აქციის პარალელურად, პროტესტი გაიმართა თბილისშიც. 

შეგახსენებთ, რომ საკრუზიო ლაინერმა საქართველოში პუტინის მეხოტბე რუსი მომღერლები ჩამოიყვანა.