რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა
რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა, - ინფორმაციას ამის შესახებ ამავე ციხის პატიმარი საბა სხვიტარიძე ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო.
მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ.
პატიმარმა ვენები გადაიჭრა
გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა.
პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები.
პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას!
ასევე სახახლო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან!
ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი, - წერს სხვიტარიძე.
„პირველები“ ინფორმაციის გადასამოწმებლად პენიტნციურ სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა, უწყებაში უარყოფენ, რომ პატიმარმა ვენები გადაიჭრა.