ნუ დაიზარებთ - ენერგეტიკოსი ჩამოთვლის საშუალებებს, რითაც მოქალაქეს საფრთხის თავიდან აცილება შეძლია

19.11.26 22:54
 ნუ დაიზარებთ - ენერგეტიკოსი ჩამოთვლის საშუალებებს, რითაც მოქალაქეს საფრთხის თავიდან აცილება შეძლია

ენერგეტიკოსი გია არაბიძე "ტვ პირველთან" საუბრისას საზოგადოებას მიმართავს და  იმ საშუალებების შესახებ საუბრობს, რითაც მოსახლეობა თავიდან აირიდებს გაზის აფეთქების მოსალონდელ საფრთხეებს.

მისივე თქმით, სახლის პირობებში მოქალქეებს შეუძლიათ ე.წ. სარეცხი სასუალების გაზის დანადგარების გადაბმის ადგილებზე წასმით გაიგონ ჟონავს, თუ არა გაზი მცირე რაოდენობით მაინც.

ენერგეტიკოსი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აუცილებლად შეამოწმებინონ გაზის სისტემა "თბილისი ენერჯის" წევრებს, რომლებიც ყოველწლიურ შემოწმებას ატარებენ თბილისის მასშტაბით. 

ნუ გადადებთ, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია, რომ სარეცხი საშუალებით თუ საპონით ავქაფოთ და ჩვენ გაზის დანადგარების გადაბმის ადგილებს წავუსვათ და დავაკვირდეთ, თუ იქიდან ბუშტი იბერება,  ეს იმას ნიშნავს, რომ მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გაზის გაჟონვას აქვს ადგილი. ეს ერთი და ელემენტარული ღონისძიებაა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია, გერმეტიულია თუ არა ჩვენი გაზზსადენი სისტემა, რომელიც სახლში გვემსახურება. 

მეორე ნუ დაიზარებთ და გაუღეთ კარები აუცილებლად თბილისი ენერჯის, რომლებსაც აქვთ ვალდებულება და დადიან ისინი განსაკუთრებით გათბობის სეზონის დასაწყისში, რომ შეამოწმონ  ჩვენი გაზის სისტემა და ისინი შესაბამის ოქმსაც კი ტოვებენ, რომ შეაწმომეს და ნახეს, რომ ჩვენ სახლში სრულ წესრიგში გაზის სისტემა, მხოლოდ ისინი ვერ შეგიმოწმებენ დანადგარებს, ქვაბებს, ვინაიდან მას სხვა სპეციალისტი სჭირდება და სხვაგვარი შემოწმება სჭირდება. ეს ორი ღონისძიება შეიძლება ძალიან სწრაფად მოგვარდეს და დაცული ვიქნებით იმით, რომ ჩვენ სახლში გაზი არ ჟონავს და არ იპარება.

როდესაც გავდივართ ბინიდან ორი დღე ან სამი დღე ერთი კვირა ან ა.შ. ძალიან დიდ თხოვნაა, რომ გადაკეტეთ გაზის მთავარი სარქველი და თუ ბინა დიდი ხნით განსაკუთრებით გათბობის ცხელწყალმომარაგების დანადგარები  არ ჩართოთ სანამ მას არ შეამოწმებს სპეციალისტი, ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ისეთი რამე მოხდეს, რომ თქვენ საქმის ყურშიც არ იყოთ და ვერ გაიგოთ იყოთ დანადგარი აინთოს არასრული წვის პროდუქტი მიიღოთ და პრობლემა შეგექმნათ - აცხადებს ენერგეტიკოსი, პროფესორი გია არაბიძე.

ასევე ნახეთ: 

ბოლო ინფორმაციით, მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაღუპული მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ამ ეტაპზე ნანგრევებში მცირეწლოვანს ეძებენ. 

მაშველებს საღამოს რვა საათისთვის ოთხი ადამიანის ცხედარი ჰყავთ ამოსვენებული - მათგანი ერთი ბავშვია, სამი კი ქალი. რიგით მეხითე ცხედარი კი ახალგაზრდა კაცს ეკუთვნის. 

დღის ბოლოს,  მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი - სამი წლის თაია, რომელიც კონტაქტურია და კლინიკაში უტარდება შესაბამისი კვლევები. 

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები