სარჯველაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მძიმეა 31 წლის კაცი

19.11.26 22:37
სარჯველაძის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მძიმეა 31 წლის კაცი

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ამ დრომდე მძიმე რჩება 31 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც, ფონიჭალაში აფეთქება მოხდა.

  • მინისტრი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მან დაზარალებულები მოინახულა.

„მისი მდგომარეობა მძიმეა - ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მიღებული სხეულზე. არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაარჩინონ"- თქვა მან.

მინისტრის თქმით, კლინიკა დატოვა ქალმც, რომლიც დაზიანებებით ფონიჭალიდან დილით გადმოიყვანეს. 

ამასთან, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ კლინიკაში მყოფი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ნორმალურია მათი მდგომარეობა. 

"კლინიკაში მყოფი ბავშვების მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი სახიფათო და რთული დაზიანება მათ არ მიუღიათ, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და ასეც გაგრძელდება... 
იმის მიხედვით, როგორი საჭიროება იქნება, ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა სახის საჭიროება, ბუნებრივია ამას ყველაფერს ვუზრუნველყოფთ და მხარში დავუდგებით ოჯახებს, რომლებსაც ასეთი ცუდი ამბავი დაემართათ", - თქვა მან. 

19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა - ნანგრევებში იპოვეს 5 ადამიანის ცხედარი, ერთ ბავშვს ამ დრომდე ეძებენ. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები