Wizz Air 3 მიმართულებით ფრენებს განაახლებს

29.05.21 13:39
Wizz Air 3 მიმართულებით ფრენებს განაახლებს

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისების 3 ახალ მიმართულებას აღადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

 კომპანია 19 ივნისიდან ფრენებს ქუთაისი-ბუდაპეშტი-ქუთაისის მიმართულებით განაახლებს,  26 ივნისიდან ქუთაისი-ვროცლავი-ქუთაისის, ხოლო 29 ივნისიდან ქუთაისი-ვენა-ქუთაისის მიმართულებით. 

ამ დროისთვის, ქუთაისის აეროპორტიდან Wizz Air ხუთი მიმართულებით დაფრინავს. ესენია: ვილნიუსი, ვარშავა, რიგა, დორტმუნდი, კატოვიცე.თვის ბოლოს ფრენები გდანსკის მიმართულებითაც აღდგება. 

 

 

მსგავსი სიახლეები