ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურსაც უხელმძღვანელებს

29.05.21 13:33
ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურსაც უხელმძღვანელებს

საქართველოს პატრიარქის ბრძანებით, ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურსაც უხელმძღვანელებს.ბრძანების ტექსტი საპატრიარქომ სოციალურ ქსელში განათავსა. 

2021 წლის 28 მაისიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის N20 ბრძანების თანახმად: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ასევე დაევალა საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელობა", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.