სადაზღვეო კომპანია სიმსუქნის დიაგნოზის მქონე პირების დისკრიმინაციას ახდენდა - ომბუდსმენი

29.05.21 15:47
სადაზღვეო კომპანია სიმსუქნის დიაგნოზის მქონე პირების დისკრიმინაციას ახდენდა - ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა "სადაზღვევო კომპანია იმედი L"-ის მხრიდან სიმსუქნის დიაგნოზის მქონე დაზღვეულის მიმართ ჭარბწონიანობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ  ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. 

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სადაზღვეო კომპანია, წონის კორექციასთან დაკავშირებულ ხარჯებს აიგივებს სიმსუქნის დიაგნოზთან, შედეგად კი სიმსუქნის დიაგნოზის მქონდე პაციენტები, ვერ სარგებლობენ საჭირო გამოკველევების ანაზღაურების უფლებით, რაც დისკრიმინაციად შეფასდა. 

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ კომპანიის პრაქტიკა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ჭარბწონიან პაციენტებს და უზღუდავს მათ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლებას.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L“-ის გენერალურ დირექტორს მომავალში,  მომხმარებლებთან გაფორმებულ ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებებში წონის კორექციასთან დაკავშირებული საგამონაკლისო შემთხვევის ფორმულირება მოხდეს იმგვარად, რომ შეესაბამებოდეს შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული ჭარბი წონისა და სიმსუქნის მართვის პროტოკოლს; ხოლო, იმ დაზღვეულებთან მიმართებით, რომლებთანაც, დღეის მდგომარეობით, უკვე გაფორმებულია ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებები, „წონის კორექციასთან დაკავშირებული ხარჯების“ განმარტება და პრაქტიკაში აღსრულება მოხდეს ჭარბი წონისა და სიმსუქნის მართვის პროტოკოლის შესაბამისად", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

სახალხო დამცველმა ასევე მოუწოდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, რომ აღნიშნული რეკომენდაცია  გაუზიაროს საქართველოში მოქმედ სხვა  სადაზღვევო კომპანიებსაც.