პეკინის გამზირზე მანქანა მაღაზიაში შევარდა
პეკინის გამზირზე მანქანა მაღაზია "მანდარინაში" შევარდა. შემთხვევის შედეგად ჩამსხვრეულია მაღაზიის მინები. ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე შემთხვევის შედეგად. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.