პროტესტის ახალი კერა გუმათში - რიონის მცველები კარვებს შლიან

30.05.21 13:04
პროტესტის ახალი კერა გუმათში - რიონის მცველები კარვებს შლიან

ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო პროტესტის არეალი ფართოვდება. რიონის მცველებმა ახალ ლოკაციაზე გადმოინაცვლეს, სადაც კარვებს შლიან და გზას კეტავენ.

აქტივისტების თქმით, ეს მონაკვეთი ნამახვანს უკავშირდება და კომპანიას სწორედ ამ გზით შეჰყავდა ტექნიკა.რიონის მცველები ამბობენ, რომ კომპანია "ენკას" მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.

კომპანიამ ალტერნატიული გზა გამოძებნა და ხდებოდა ხეობის მიმართულებით გადაადგილება. გადავკეტეთ აქაც. მნიშვნელოვანია, რომ აქაურმა მაცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მიიღებდნენ ამ გზის დაკეტვაში მონაწილეობას და მოვედით აქ და ვშლით კარავს", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.