პროტესტი აშშ-ს საელჩოსთან - შუქრუთის მცხოვრებლებმა კარვის გაშლა სცადეს

30.05.21 13:25
პროტესტი აშშ-ს საელჩოსთან - შუქრუთის მცხოვრებლებმა კარვის გაშლა სცადეს

შუქრუთის პირამოკერილი მაცხოვრებლების პროტესტმა თბილისში, აშშ-ს საელჩოსთან გადმოინაცვლა. დემონსტრანტები თბილისში ჩამოვიდნენ და დახმარებას აშშ-ს ელჩს სთხოვენ.პროტესტის მონაწილეებმა ამერიკის საელჩოსთან კარვის გაშლა სცადეს, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. 

პროტესტის მონაწილეები "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილ კომპენსაციებს უკვე თვეებია ითხოვენ.  ისინი უკვე 20 დღეა შიმშილობენ, რამდენიმე მათგანმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

ისინი ამბობენ, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათ სახლებს ზიანი მიადგა და იქ ცხოვრება შეუძლებელია.