არანაირი პროცედურის დაცვა არ უნდა, რომელიც უფალმა დაადგინა - მეუფე სტეფანე პეტრე ცაავაზე

30.05.21 13:52
არანაირი პროცედურის დაცვა არ უნდა, რომელიც უფალმა დაადგინა  - მეუფე სტეფანე პეტრე ცაავაზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტსა და პეტრე ცაავას შორის დაპირისპირება გრძელდება. მეუფე სტეფანემ ქადაგებისას თქვა, რომ პეტრე ცაავას პატრიარქის წინააღმდეგ ბრალდებებზე ტელეეთერებში არ უნდა ესაუბრა და შესაბამისი მტკიცებულებები საპატრიარქოში წარედგინა.მეუფე სტეფანემ ქადაგებისას მრევლს ის პროცედურები გააცნო, რაც სასულიერო პირმა პატრიარქის დადანაშაულების შემთხვევაში უნდა გაიაროს.

როდესაც მღვდელმთავარი აცხადებს, რომ მე ბრალს ვდებ პატრიარქს ამაში და არანაირი პროცედურის დაცვა არ უნდა, რომელიც უფალმა დაადგინა ეკლესიაში. როდესაც ვინმეს ბრალს დებ კი არავინ გიკრძალავს, რომ დადო ბრალი, მაგრამ ამის დამამტკიცებელი სბაუთები ჰაერში და ტელევიზიებში კი არ უნდა იყვირო, არამედ უნდა მოხვიდე, წარადგინო, ხელი მოაწერო იმ შენს ბრალდებებზე, დათქვა, რომ მე პასუხს ვაგებ და თუ ვერ დამტკიცდა მაშინ დავისაჯო, როგორც ის უნდა დაისაჯოს, ეს არის პროცედურა, სხვა შემთხვევაში სრული ვაკხანალია იქნება, ვისაც არ ეზარება, დასდებს ბრალს ყველას", - თქვა მეუფე სტეფანემ ქადაგებისას.