სტეფანე გახდა ეპისკოპოსი, მაგრამ კაცი ვერ გახდა - განკვეთილი სასულიერო პირი

30.05.21 15:44
სტეფანე გახდა ეპისკოპოსი, მაგრამ კაცი ვერ გახდა - განკვეთილი სასულიერო პირი

"ჯერ კაცი უნდა იყო და მერე გახდე მღვდელი", - ასე პასუხობს სალხინოს მონასტრიდან  განკვეთილი სასულიერო პირი, მამა დანიელ გვილავა,  ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს. მამა დანიელი ტვ პირველთან ამბობს, რომ განკვეთის მიუხედავად, ის მონასტერში დარჩება და ბერულ ცხოვრებას გააგრძელებს.

მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის უპროგნოზო გადაწყვეტილებას მიიღებდა, გავიხსენებდი ილია მართლის სიტყვებს: "ვინა ჰშრომობდა და ვინა ჰძღება,
ღმერთო, სად არის აქ სამართალი?!." მადლობა ღმერთს, მე არასდროს არ მქონდა ამბიცია მღვდლობაზე და ვიცი, რომ მარტო მღვდლობა ადამიანს არ აცხონებს, ჯერ კაცი უნდა იყო და მერე გახდე მღვდელი, სტეფანე გახდა ეპისკოპოსი, მაგრამ კაცი ვერ გახდა
", - ამბობს განკვეთილი სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ მამა დანიელ გვილავა სამღვდლო ხარისხიდან განკვეთა.