რუსთავში არხში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს

30.05.21 16:50
რუსთავში არხში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს

რუსთავში ორდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა არხში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი წყალში ჩავარდნის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ნახეს.

 ცხედარს სავარაუდოდ, ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში თევზაობისას ჩავარდა და ძლიერი დინების გამო წყლიდან ამოსვლა ვერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები