ამოჭრილი კლდე და რიონის ხეობის შეცვლილი იერსახე - ტვ პირველმა ექსკლუზიური კადრები გადაიღო

30.05.21 17:02
ამოჭრილი კლდე და რიონის ხეობის შეცვლილი იერსახე  - ტვ პირველმა ექსკლუზიური კადრები გადაიღო

ტვ პირველმა რიონის ხეობიდან ექსკლუზიურად პირველი კადრები მოიპოვა. კადრებში ჩანს, რომ კომპანია "ენკა" ადგილზე სამუშოებს აგრძელებს, ტერიტორიაზე მიმდინარეობს კაშხლის მშენებლობა და  კლდის მოჭრის სამუშაოები. რიონის ხეობაში ჰესის 4 კილომეტრიანი გვირაბის სამშენებლო პროცესი კი  თითქმის დასრულებულია.

"ენკას" თანამშრომლები ტვ პირველთან ადასტურებენ, რომ სამუშაოები ადგილზე უწყვეტად მიმდინარეობს.