სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიცირების საქმეზე 2 კომპანიის ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა

31.05.21 10:09
სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიცირების საქმეზე 2 კომპანიის ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის გამო 2 კომპანიის ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა.

ბრალდებულები თბილისსა და სოფელ წილკანში, სხვადასხვა მაღაზიებსა და საამქროებში, სისტემატიურად ამზადებდნენ, აფასოებდნენ და ყიდდნენ სადეზინფექციო საშუალებებს.

საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული სადეზინფექციო საშუალებები. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ზემოხსენებული კომპანიების მიერ წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს", - წერია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები