პროტესტის უკიდურესი ფორმა - პირამოკერილი შუქრუთელები ამერიკის საელჩოსთან რჩებიან

31.05.21 11:30
პროტესტის უკიდურესი ფორმა - პირამოკერილი შუქრუთელები ამერიკის საელჩოსთან რჩებიან

პირამოკერილი მოქალაქეები ამერიკის საელჩოსთან მეორე დღეა, იმყოფებიან. ჭიათურიდან ჩამოსულებმა  მთელი ღამე დიპლომატიურ უწყებასთან გაატარეს. შუქრუთელები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ და დახმარებას აშშ-ს ელჩს სთხოვენ. პროტესტის მონაწილეები "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილ კომპენსაციებს უკვე თვეებია, ითხოვენ. ამ დრომდე პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად  ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. 

ისინი უკვე 21 დღეა შიმშილობენ, რამდენიმე მათგანმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

,,ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლები ამბობენ, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მათ სახლებს ზიანი მიადგა და იქ ცხოვრება შეუძლებელია.