საქართველოს რაგბის კავშირი სკანდალში ეხვევა - ლიეტუვის ნაკრებს თბილისში არ უმასპინძლეს

31.05.21 11:47
საქართველოს რაგბის კავშირი  სკანდალში ეხვევა - ლიეტუვის ნაკრებს თბილისში არ უმასპინძლეს

საქართველოს რაგბის კავშირი საერთაშორისო სკანდალში ეხვევა. ლიეტუვის ნაკრები თბილისში ჩამოიყვანეს, მაგრამ არ ათამაშეს. მიზეზი ჩვენი რაგბისტების კორონავირუსით ინფიცირებააა.

ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტი და უცხოელი სპორტსმენები საქართველოს რაგბის კავშირს უყურადღებობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ. საქართველოს რაგბის კავშირმა მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებს მატჩის გაუქმების შესახებ არ შეატყობინა და აეროპორტში მასპინძელიც კი არ დაახვედრა. 

ლიეტუვის რაგბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მომავალში საქართველოს რაგბის კავშირთან არ ითანამშრომლებს,  რადგან საქართველოს რაგბის კავშირის მხრიდან თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. 

როცა ჩამოვფრინდით, არავინ დაგხვდა. თქვეს, რომ პრობლემები ჰქონდათ გუნდში და ვერ დაგვეხმარებოდნე, მეტი არაფერი უთქვამთ. სულ ეს იყო. არ მინდა, კიდევ ბევრი ცუდი რამ ვთქვა, მაგრამ ეს ძალიან უცნაური იყო და გაკვირვებული დავრჩი. მართლაც დიდია რაგბის კავშირი და ჩვენს ქვეყნებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მიუხედავად ამისა, შემდეგში არ მგონია, რომ ვითანამშრომლოთ. ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემულობა, როგორც ლიეტუვის რაგბის კავშირისთვის, ასევე, ქვეყნისთვის. ჩვენ ჩამოვედით საქართველოში და ერთი პირიც კი არ გამოგვიყვეს, ვინც საქართველოში დაგხვდებოდა. ჩვენ მადლობას ვუხდით კლუბებს, რომლებიც თავიანთი ინიციატივით დაგვეხმარნენ, - ამბობს ლიეტუვის რაგბის პრეზიდენტი.

ლიეტუვის ნაკრებმა საქართველო უკვე დატოვა.