გომელაურმა უნდა დაამტკიცოს ჩვენი დესტრუქციული ქმედება - ვარლამ გოლეთიანი

31.05.21 13:38
გომელაურმა უნდა დაამტკიცოს ჩვენი დესტრუქციული ქმედება - ვარლამ გოლეთიანი

აქცია პერფომანსი გუმათში - რკინის ჯებირზე ხელის დარტყმით რიონის ხეობის მცველები ხმაურს იწვევენ და ამით გამოხატავენ პროტესტს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის, თქმით, შსს-ს თანამშრომელბმა ჯებირის დაზიანების ფაქტის გამოძიება დაიწყეს, რაც მისი თქმით, აბსურდული ბრალდების გაგრძელებაა, რასაც ხელისუფლება პროტესტის მონაწილეებს უყენებს.

ადგილზე გამოჩნდენენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც  გააბეს ყვითელი ლენტი და ამ ბარიკადის შესაძლო დაზიანების გამოძიება დაიწყეს. ეს აბსურდული ბრალდებების გაგრძელებაა. პოლიციამ გვითხრა, რომ ნივთის განზრახ დაზიანების გამოა დაწყებული გამოძიება. ეს ჯებირი აქ არ უნდა იდგას, ეს ყველამ უნდა იცოდეს, ამის დაზიანებაზე გამოძიების დაწყება სრული აბსურდია, ასეთი რამ სამართლიან საზოგადოებაში არ ხდება.

ჩვენი პროტესტი მშვიდობიანია და სხვებს მოვუწოდებთ ამისკენ. რაც გომელაურმა თქვა, რომ თითქოს დესტრუქციულ ქმედებას ჰქონდა ადგილი, ეს უნდა დამტკიცდეს - აღნიშნა ტვ პირველთან ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს რიონის ხეობის მცველთა უწყვეტი პროტესტის 217-ე დღეა.

მსგავსი სიახლეები