,,ენკამ" მედია მშენებლობის ადგილის დასათვალიერებლად შეიყვანა

31.05.21 15:31
,,ენკამ" მედია მშენებლობის ადგილის დასათვალიერებლად შეიყვანა

მედიატური ნამახვანის ხეობაში -  იმის დასამტკიცებლად, რომ ჰესის მშენებლობა ჯერ დაწყებული არ არის, "ენკამ" ჟურნალისტები ჩაკეტილ ხეობაში შეიყვანა. ჰესების მშენებელი კომპანიის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მთაში გაჭრილი გვირაბი ჰესთან კავშირში არაა და კომპანია ბიზნესრისკების გათვალისწინებით მუშაობს.

გვირაბი არის წინა მოსამზადებელი სამუშაოების ნაწილი და არ გახლავთ ჰესის მშენებლობის ნაწილი და ამიტომ გიდასტურებთ, რომ მის მშენებლობას ვაგრძელებთ. არაერთი ფაქტი გვაქვს, რომ სიტუაცია შეხლა-შემოხლამდე მივიდა, ამიტომაც როცა დავინახეთ სიტუაციის ესკალაცია, ყველა შესაბამის სამსახურს დახმარებისთვის მივმართეთ, რომ მათ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედონ. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თანამშრომელზე ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ ამ პროექტს ვაგძელებთ, რადგან დასაკარგი დრო არ გვაქვს. ეს ყველაფერი შესაძლოა, ფუჭი აღმოჩნდეს, რადაგან არსებობს ბიზნეს რისკი, მაგრამ ამაზე ჩვენი კომპანია მიდის - განაცხადა ,,ენკას" ქართველმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ.

,,ენკა" აცხადებს, რომ დიალოგის რესურსი კვლავ არსებობს და კომპანია  ყველა საშუალებას მიმართავს, რომ ქვეყნის ენერგოოუსაფრთხოება გააძლიეროს. 

რიონის ხეობის მცველები აცხადებენ, რომ დიალოგის რესურსი ამოწურულია და მშენებლობა უნდა შეჩერდეს.  

მსგავსი სიახლეები