პროტესტი თბილისში - "ჯორჯიან მანგანეზი" სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს პასუხობს

31.05.21 15:37
პროტესტი თბილისში - "ჯორჯიან მანგანეზი"  სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს პასუხობს

მადნის მომპოვებელი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ამერიკის საელჩოსთან  გაფიცულ შუქრუთის მოსახლეობას პასუხობს. კომპანიაში ამბობენ, რომ 145 ოჯახთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და ისინი კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო რაც შეეხება 11 ოჯახს, კომპანიის მტკიცებით, ისინი შეთავაზებულ კომპენსაციაზე უარს ამბობენ. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, უთანხმოება დამოუკიდებელი აუდიტორის ჩართვამ გამოიწვია, რომელსაც მიყენებული ზარალი უნდა დაეთვალა. "ჯორჯიან მანგანეზში" აცხადებენ, რომ კომპანია მოლაპარაკებების პროცესს 11 პირთან გააგრძელებს. 

მათი მოთხოვნა იყო, რომ მოგვეყვანა დამოუკიდებელი აუდიტი. ჩვენ რა თქმა უნდა დავთანხმდით, მოიპოვეს კომპანია, რომელთანაც კონფლიქტი მოუვიდათ და შეგვაცვლევინეს. საბოლოოდ გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც გაწერილი იყო პირობები, დაიწყო ინდივიდუალურო ხელშეკრულებების გაფორმება. ეს პროცესი დაიწყო 2019 წელს და არ გაჩერებულა, დღესაც მიდის ეს პროცესი. მზად ვართ, განაცხადი შევიტანოთ სამხარაულის ბიუროში", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, ნიკოლოზ ჩიქოვანი. 

შუქრუთის მაცხოვრებლები ამ წუთებშიც ამერიკის საელჩოსთან იმყოფებიან. ისინი პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. 

მსგავსი სიახლეები