ორჯერ აცრილებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ამის შემთხვევები უკვე გვაქვს - ამირან გამყრელიძე

31.05.21 15:46
ორჯერ აცრილებიც შეიძლება დაინფიცირდნენ, ამის შემთხვევები უკვე გვაქვს - ამირან გამყრელიძე

საქართველოში როგორც ერთჯერადად, ასევე ორჯერ აცრილთა შორის დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები - ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, დაადასტურა. 

მისი ინფორმაციით, ერთჯერადად ვაქცინირებულთაგან კორონავირუსით 0,8% დაინფიცირდა, ორჯერადად ვაქცინირებულთაგან კი ვირუსი 0,2-0,3% -ს შეხვდა.

ხაზს ვუსვამთ და ვამბობთ, რომ აცრას აქვს ძალიან დიდი და პრევენციული მნიშვნელობა. აბსოლუტური მედიცინაში არაფერი არ არის, ამიტომ როგორც ერთჯერადად აცრილები, ასევე ორჯერადად აცრილები შეიძლება, დაინფიცირდნენ და ამის შემთხვევები ჩვენ უკვე გვაქვს. ერთჯერადად აცრილებში, დაახლოებით, 0,8% დაინფიცირდა, ორჯერადად აცრილებში ეს გაცილებით ნაკლებია - 0,2-0,3%-მდეა დაინფიცირება. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ყველა მათგანმა დაავადება გადაიტანა შედარებით მსუბუქად, თითქმის არ დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია ან ინტენსიური სამედიცინო დახმარება. ამიტომ, იქნება ეს ერთჯერადი თუ ორჯერადი აცრა და საერთოდ აცრა, ადამიანებს იცავს ყველა ეს კოვიდვაქცინა. პირველ რიგში, იცავს დაავადების მძიმედ მიმდინარეობისა და სიკვდილიანობისგან - განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები