პირადი შურისძიება არ მამოძრავებს, სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს - ვახო სანაია

31.05.21 15:45
პირადი შურისძიება არ მამოძრავებს, სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს - ვახო სანაია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიას გამოკითხვა დასრულდა. ,,ტვ ფორმულას" ჟურნალისტმა მოსამართლეს თავდასხმის დეტალებზე ჩვენება მისცა.  გამოკითხვიდან გამოსულმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომ პირადი მოტივი არ ამოძრავებს, მაგრამ  სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს.

ამ საქმეზე სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს. მიუხედეავდ იმისა, რომ ჩემზე, ჩემს ოჯახზე მოხდა ეს თავდასხმა, პირადი შურისძიება არ მამოძრავებს. მაგრამ სამართლებრივი შედეგი უნდა დადგეს. მოსამართლის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი, სასჯელის ზომას მოსამართლე განსაზღვრავს, პროცესზე დეტალურად აღვწერე, რაც მოხდა - განაცხადა ვახო სანაიამ.

ვახო სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით პატიმრობაში სამი ადამიანია. ჟურნლისტი იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავეებს ხელს არ დააფარებენ და დასჯიან.

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა 25 თებერვალს მოხდა.

მსგავსი სიახლეები