მოვითხოვთ უკანონო ბორდერიზაციის შეჩერებას - დავით ქაცარავა

31.05.21 17:18
მოვითხოვთ უკანონო ბორდერიზაციის შეჩერებას - დავით ქაცარავა

ხურვალეთის მისადგომებთან ოკუპანტებმა დროებითი საგუშაგო მოაწყვეს.  ტერიტორიაზე დილიდან  რუსული საინჟინრო მანქანა გადაადგილდება.  ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ავრცელებს. დავით ქაცარავა უკანონო ბორდერიზაციის გამო ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს.

შემოვიდა ჩვენთან შეტყობინება, რომ ოკუპანტები ხურვალეთში სასაფლაოსთან რაღაც სამუშაოებს აწარმოებდნენ. კერძოდ, საგუშაგოს მოწყობით იყვნენ დაკავებული. როცა მათ დაინახეს, რომ ჩვენი წარმომადგენლები გამოჩნდნენ და მონიტორინგის პროცესი დაიწყეს, მაშინვე გამოიძახეს თავიანთი სატვირთო მანქანა და დატოვეს იქაურობა. ხურვალეთის პოლიციის პოსტთან ევროდამკვირვებელთა მისიის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა შეკრებილი - აღნიშნა დავით ქაცარავამ.

ახალი საგუშაგოს შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო ზომები მიიღო და ევროკავშირის სადამკვირებლო მისია გააფრთხილა.  

მსგავსი სიახლეები