კრიტიკული მედიისთვის მუშაობა ჩვენს ქვეყანაში სახიფათო ხდება - ეკა გიგაური

31.05.21 17:51
კრიტიკული მედიისთვის მუშაობა ჩვენს ქვეყანაში სახიფათო ხდება - ეკა გიგაური

არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა მედიაგარემო - ამის შესახებ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, აღნიშნა. გიგაური აცხადებს,  რომ ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვის ფაქტებზე. 

თუ ტვ პირველის შემთხვევებს შევხედავთ, როცა ჟურნალისტებს გამუდმებით დაკითხვაზე იბარებდნენ, სთხოვდნენ წყაროს დასახელებას, რაც არის პრობლემური და კანონთან შესაბამისობაში არ არის-ეს არის კონკრეტული გზავნილი სხვა ჟურნალისტებთან მიმართებაში, რომ შესაძლოა, მათ ანალოგიური პრობლემები შეექმნათ და მოუწიოთ პროკურატურაში, თუ სხვა უწყებაში, სიარული იმისთვის, რომ მათ კრიტიკული სიუჟეტი მოამზადეს. 

როცა ,,შაბათის ეთერში" ჩანაწერები გავიდა, მაშინ გვახსოვს, რომ ნოდარ მელაძისა და გადაცემის სხვა ჟურნალსიტების მიმართ მუქარები იყო, ესეც ფაქტიურად ეფექტური გამოძიების გარეშე დარჩა. ხშირია, როცა ფიზიკური თავდასხმებია ჟურნალისტებზე, მოვიყვან ვახო სანაიას მაგალითს.. 

ბოლო პერიოდში ხშირად ვამბობთ, რომ კრიტიკული მედიისთვის მუშაობა ჩვენს ქვეყანაში სახიფათო ხდება - აცხადებს ეკა გიგაური.

 ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დღეს მედიაგარემოს გაუარესების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

მსგავსი სიახლეები