საქართველოს მოქალაქე რუსეთის წინააღმდეგ - გატაცებულის ოჯახი სტრასბურგის სასამართლოში ჩივის

31.05.21 17:20
საქართველოს მოქალაქე რუსეთის წინააღმდეგ - გატაცებულის ოჯახი სტრასბურგის სასამართლოში ჩივის

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე რუსეთის წინააღმდეგ გენადი ბესტაევის საქმე სტრასბურგში მიდის. სარჩელს ცხინვალის ციხეში მყოფი პატიმრის ოჯახი ამზადებს. ოჯახი მოითხოვს, დაუყონებლივ გათავისუფლდეს ოკუპანტების მიერ დაკავებული  საქართველოს მოქალაქე.ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. 

ადვოკატი ამბობს, რომ ცხინვალის ციხეში გენადი ბესტაევი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

ეს ადამიანი საფრთხის წინ დგას, არსებობს საფრთხე რომ მის სიცოხლეს საფრთხე ემუქრება", - ამბობს ადვოკატი. 

დღესვე სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს ბესტაევის დისშვილი და ადვოკატი თამაზ გუდაძე, რომელიც გატაცების უშუალო თვითმხილველია. 

ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში ოკუპანტებმა საკუთარი სოფლიდან გაიტაცეს. 

მსგავსი სიახლეები