დაბინძურებული ხორცი ჯარში - კომპანია სამხედროებს მიკრობებით სავსე პროდუქციას აწვდიდა

31.05.21 17:29
დაბინძურებული ხორცი ჯარში - კომპანია სამხედროებს მიკრობებით სავსე პროდუქციას აწვდიდა

კომპანია, რომელიც ჯარს ღორის ხორცით ამარაგებდა, სამხედროებს მიკრობებით დაბინძურებულ პროდუქციას აწვდიდა.  თავდაცვის სამინისტროს შერჩეული კომპანია ახლა დისკვალიფიცირებულია, თუმცა რამდენი ხნის განმავლობაში იკვებებოდნენ უვარგისი ხორცით  სამხედროები, უცნობია. პრობლემები აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც -ამ შემთხვევაში პოლიციელებისთვის ქათმის ხორცის დროულად შეძენა ვერ მოესწრო, ამიტომ ახლა გომელაურის სამინისტრო პროდუქციას ტენდერის გარეშე, დაჩქარებული წესით, ყიდულობს.

თავდაცვის სამინისტრომ კომპანია "ნიმკა" შავ სიაში შეიყვანა, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, ჯარისკაცებს დაბინძურებულ ღორის ხორცს აწვდიდა. ფაქტი ლაბორატორიული შემოწმებით დასტურდება.  თავად კომპანია ხორცის გაფუჭებას ე.წ. კომენდანტის საათს უკავშირებს. 

კვებითი უზრუნველყოფის პრობლემა სახეზეა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. გომელაურის უწყება ახლა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ქათმის ხორცის ყიდვას ცდილობს. ამაში კი უწყება ბიუჯეტიდან 142 000 ლარს დახარჯავს. 

ოპოზიცია კორუფციაზე საუბრობს. 

   

მსგავსი სიახლეები