,,ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორის ხელფასი 16 ათასი იქნება - ფლანგვის დეტექტორი

31.05.21 18:09
,,ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორის ხელფასი  16 ათასი იქნება  - ფლანგვის დეტექტორი

,,ენერგეტიკის განვითარების ფონმა" ნამოხვანჰესის მშენებელი კომპანია გაუმჭვირვალედ შეარჩია - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალურ ქსელში წერს. ,,ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, რიონის ხეობის მცველთა მხოლოდ 215 დღიანი პროტესტის შემდეგ დაიწყო ფონდმა კვლევა და საინფორმაციო კამპანიის წარმოება იმ კომპანიას დაავალა, რომელიც ახალი დაარსებული იყო.

 ,,ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" მოამზადა ნამოხვანჰესის ეკოლოგიური დასკვნა და გაუმჭვირვალედ შეარჩია ჰესის მშენებელი კომპანია.

ფონდს საზოგადოებასთან უკუკავშირი ევალებოდა, მაგრამ საინფორმაციო კამპანიის ჩატარება მხოლოდ 215 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ გადაწყვიტა. 
 საინფორმაციო კამპანიის ხელშეკრულება 2021 წლის 25 მაისს გაუფორმეს შპს ,,კალიგრამს", რომელიც 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა. 
 მიუხედავად იმისა, რომ ,,კალიგრამი" ახლახანს დაფუძნდა, სახელმწიფომ უკვე მოასწრო მასთან 4 ხელშეკრულების გაფორმება უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით, რომელთა საერთო ფასი 300 ათასს შეადგენს - აღნიშნულია ,,ფლანგვის დეტექტორის" განცხადებაში.