საუბარია იმაზე, რომ პირბადის ტარება სავალდებულო დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს - გამყრელიძე

31.05.21 18:31
საუბარია იმაზე, რომ პირბადის ტარება სავალდებულო დიდი თავშეყრის ადგილებში იყოს - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პირბადის გამოყენება სრულად არ შეწყდება და მისი ტარება შესაძლოა, მხოლოდ საზოგადოების დიდი თავშეყრის ადგილზე გახდეს სავალდებულო. 

რადგან პირბადე გახლავთ ყველაზე უფრო იოლი და ყველაზე ძლიერი საშუალება ინფექციის გავრცელების პრევენციული საშუალება, ამიტომ ჯერჯერობით მისი გამოყენების აუცილებლობას ვტოვებთ. ამაზე ბევრი დისკუსიაა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ჩვენ პირბადე არ უნდა მოვხსნათ.

თუმცა, არის საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება პირბადე იყოს სავალდებულო მხოლოდ დიდი თავშეყრის ადგილებზე, როგორიც არის ავტობუსების გაჩერებები, დიდი სასეირნო ქუჩები, როგორიცაა თბილისში რუსთაველის გამზირი, ასევე ბათუმის ბულვარი და ა.შ. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ გარკვეული პერიოდი, მაგალითად, ივნისში, პირბადე იყოს აუცილებელი ატრიბუტი ჩვენი მოსახლეობისთვის”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.