მაშინ შსს-ს მინსტრი ვიყავი, კონტრაქტის შედგენაში მონაწილეობა არ მიმიღია - გახარია ნამაჰვანჰესზე

31.05.21 19:43
მაშინ შსს-ს მინსტრი ვიყავი, კონტრაქტის შედგენაში მონაწილეობა არ მიმიღია - გახარია ნამაჰვანჰესზე

ნამოხვანის კონტრაქტი რომ შევადაროთ სხვა ჰესების კონტრაქტებს, სხვა უფრო ცუდია- ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, იმ პერიოდში, როცა ნამოხვანის ჰესის კონტრაქტი გაფორმდა, ის შსს-ს მინისტრი იყო, თუმცა, პასუხისმგებლობას გრძნობს.

სამწუხაროდ, მაშინ შსს-ს მინსტრი ვიყავი და მონაწილეობა მის შედგენაში არ მიმიღია, ეს ჩემი შეცდომაა. 

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება ჰიდრორესურსებზე გადის. მაგრამ ეს ჰიდრორესურსი ჩვენი მოქალაქეებისთვის გვჭირდება. ამიტომ  პირდაპირ არის პრობლემა კომუნიკაციიისა ხეობის დამცველებთან, ეს კომუნიკაცია და ტურბულენტობა თუ არ მოგვარდა და არ დალაგდა, ეს პრობლემა იქნება - განაცხადა გიორგი გახარიამ დიანა ტრაპაიძის კითხვის საპასუხოდ.

მსგავსი სიახლეები