მასიური ინტოქსიკაცია ხელვაჩაურში - მოწამლულია სამკერვალოს 50 თანამშრომელი

31.05.21 20:26
მასიური ინტოქსიკაცია ხელვაჩაურში - მოწამლულია სამკერვალოს 50 თანამშრომელი

ხელვაჩაურში, ერთ-ერთ სამკრევალო საწარმოში, 50-მდე თანამშრომელი მოიწამლა. ერთ-ერთი ვერსიით, მასიური ინტოქსიკაცია ხორცით მოხდა. ადგილზე 10-მდე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და პოლიციაა მობილიზებული.

შპს "ფასთ თრექის" ადმინისტაციის უფროსის განმარტებით, ინტოქსიკაციის პირველი შემთხვევა დღის ბოლოს დაფიქსირდა, თუმცა რამ გამოიწვია თანამშრომლების მასიური მოწამვლა, დაწესებულებაში არ იციან.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჯგუფები ობიექტზე შემოწმებას  ატარებენ, ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები.

სამკრევალო საწარმოში სულ 380 ადამიანი მუშაობს.