სისხლიანი ანგარიშსწორება საგარეჯოში - დაჭრილია ბიზნესმენი
სისხლიანი გარჩევა საგარეჯოში - დაჭრილია ბიზნესმენი დავით აზარიაშვილი. ე.წ. თევზების ტბების ერთერთი მეწილეს დანით რამდენიმე მძიმე დაზიანება მიაყენეს, მათ შორის მუცლის.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მომხდარი წილების გადანაწილებას უკავშირდება. ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა.