ძლიერი სეტყვა ხარაგაულში - განადგურებულია ვენახი და ხეხილი

30.05.21 21:28
ძლიერი სეტყვა ხარაგაულში - განადგურებულია ვენახი და ხეხილი

სეტყვა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში - ხევის, მოლითის, ხუნევის და ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ პრობლემები შექმნა. 

სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა და  ვენახი, ხეხილი და ბაღ-ბოსტანი დააზიანა. 

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის რაოდენობის დადგენა.

მსგავსი სიახლეები