შუქრუთელების წერილი დეგნანს - აქციის მონაწილეებმა ღამე აშშ-ის საელჩოსთან გაათიეს

01.06.21 10:09
შუქრუთელების წერილი დეგნანს - აქციის მონაწილეებმა ღამე აშშ-ის საელჩოსთან გაათიეს

ამერიკის საელჩოსთან შუქრუთელების პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეებმა ელჩ დეგნანს ოფცილიაური წერილით მიმართეს, სადაც ისინი დიპლომატს სთხოვენ სახელმწიფოს, "ჯორჯიან მანგანეზსა" და დაზარალებულებს შორის მედიატორის როლი იკისროს.

პროტესტის მონაწილეების თქმით, ისინი "ჯორჯიან მანგანეზისგან" კუთვნილ კომპენსაციებს უკვე თვეებია, ითხოვენ. ამ დრომდე პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად  ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. 

ისინი უკვე 20 დღეზე მეტია შიმშილობენ, რამდენიმე მათგანმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

,,ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომლები ამბობენ, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის და კომპენსაციის თემაზე სასაუბროდ მზად არიან.