პოლიციელის კბენაში ბრალდებული გიორგი მუმლაძის სასამართლო აქციის ფონზე ჩაივლის

01.06.21 10:32
პოლიციელის კბენაში ბრალდებული გიორგი მუმლაძის სასამართლო აქციის ფონზე ჩაივლის

საქალაქო სასამართლოში პოლიციელის კბენის ბრალდებით დაკავებული გიორგი მუმლაძის პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე სამართალდამცველების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. 

სასამართლო პროცესი აქციის ფონზე ჩაივლის.  შეკრებულები აქტივისტების პოლიტიკური დევნის შეწყვეტას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. 

მუმლაძე  14 აპრილს მმართველი პარტიის ოფისთან საპროტესტო აქციაზე დააკავეს. სამართალდამცავები მუმლაძეს პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და ძალადობას ედავებიან.

სამოქალაქო აქტივისტები, ამბობენ, რომ მუმლაძე მოძალადე პოლიციელს იგერიებდა.