კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა მოიხსნა

01.06.21 10:44
კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა მოიხსნა

დღეიდან, 1 ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ გასულ კვირას მიიღო. 

შეზღუდვის მოხსნის მიხედვით, კვების  ობიექტებს საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ, თუმცა შეზღუდვები გრძელდება ქორწილებსა და სხვა დიდ შეკრებებზე.