კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს
საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომენდანტის საათი დილის 05:00 საათის ნაცვლად 04:00 საათამდე იმოქმედებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით მიიღეს.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, განაცხადა, გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვის 1 საათით შემცირება ყველა მოქალაქეზე გავრცელდება.