სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ტურისტული ნაკადის მიღებას იწყებს

01.06.21 11:42
სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ტურისტული ნაკადის მიღებას იწყებს

ფინანსტა მინისტრის განცხადებით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ტურისტული ნაკადის მისაღებად მზადაა.  აღნიშნული განცხადება მინისტრმა საბაჟოს გამშვებ პუნქტზე გააკეთა.  ლაშა ხუციშვილის თქმით, ე.წ კომენდანტის გამო საბაჟო განსხვავებული რეჟიმით, 10:00 დან 20:00 სააათამდე, მუშაობს. დროში შეზღუდვა არ ეხება საერთაშორისო გადაზიდვებს. 

მინისტრის განცახდებით, საზღვრის კვეთა შესაძლებელია სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხით. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც თურქეთში გადასვლა სურთ ერთი დღით,  მათ 72 საათში განმეორებით პისიარ ტექსტირება სჭირდებათ, ან იზოლაციაში გადასვლა მოუწევთ.
 

მსგავსი სიახლეები