პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიაში - მეუფე სტეფანეს ამჯერად მასწავლებლები უპირისპირდებიან

01.06.21 12:00
პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიაში - მეუფე სტეფანეს ამჯერად მასწავლებლები უპირისპირდებიან

პროტესტი ჭყონდიდის ეპარქიაში-სასულიერო პირების შემდეგ მეუფე სტეფანეს მასწავლებლები უპირისპირდებიან. სალხინოს სასულიერო სკოლის პედაგოგების ნაწილი დილიდან მუშაობაზე უარს ამბობს . გაფიცულები  ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯოებესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი  მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. 

პედაგოგების  მტკიცებით, მათ მეუფე სტეფანე ანაზღაურების გაზრდას რამდენიმე კვირის წინ დაჰპირდა, თუმცა მიტროპოლიტმა დაპირება არ შეასრულა.

ძალიან ცოტა გვაქვს ხელფასი. ადრე, კაციას დროს, გვქონდა დამატებით ასი ლარი. ის ასი ლარი დაგვაკლეს და ვითხოვდით ამის ანაზღაურებას. ველოდებოდით ამ ხელფასს და ჩაგვერიცხა დამატებით 44 ლარამდე, რომელიც არის სამარცხვინო ხელფასი დღეს. დილის 7 საათიდან საღმოს 8 საათამდე ჩვენ ტრაპეზარები ვართ აქ. ვითხოვთ ელემენტარულს,  - ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი.

შეხვდება თუ არა გაფიცულებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე და მოხდება თუა არა მასწავლებლების შრომითი ანაზღაურების გაზრდა, ჯერჯერობით უცნობია.