3 თვეა, ხელფასი არ აგვიღია! - გურიაში მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

01.06.21 12:00
3 თვეა, ხელფასი არ აგვიღია! - გურიაში მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

გურიაში სახელფასო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით მიკროავტობუსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. 

ბოლო თვეებში ხელფასის გადახდა პრობლემა გახდა. ასეთივე პრობლემა აქვთ სასკოლო ავტობუსის მძღოლებსაც. თუ საკითხი არ მოგვარდება, აქცია გაგრძელდება - აცხადებენ გაფიცული მძღოლები. 

ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენელი, რომელიც მძღოლების სახელფასო ანაზღაურებას უზრუნველჰყოფს, ამბობს რომ საუბარია არა 3 თვის, არამედ  1 თვის ანაზღაურებაზე და ამ თანხის ჩარიცხვა უახლოეს საათებში მოხდება