რიგები საქართველო-აზერბაჯანის გამშვებ პუნქტთან - საზღვარზე მოქალაქეების მკაცრი კონტროლია

01.06.21 12:14
რიგები საქართველო-აზერბაჯანის გამშვებ პუნქტთან - საზღვარზე მოქალაქეების მკაცრი კონტროლია

წითელ ხიდთან დილიდან რიგებია.  აზერბაიჯანი-საქართველოს სასზღვრო გამშვებ პუნქტთან მოქალაქეებს რიგში დგომა საათობით უწევთ. დღეიდან რეგულაციების ნაწილი მოხსნილია. საქართველში სახმელეთო საზღვრები იხსნება. 

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საზღვრის კვეთას ის მოქლაქეების შეძლებენ, ვისაც  სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და პისიარ  უარყოფითი ტესტის პასუხი ექნება. თუმცა, ეს პროცესი დილიდან ხარვეზებით მიმდინარეობს.  ადგილზე მისულ მოქალაქეებს  მესაზღვრეები დამატებით დოკუმენტაციასაც სთხოვენ. განსაკუთრებით მკაცრად ის პირები კონტროლდებიან, რომელტაც საქართველოს ტერიტორიის დატოვება სურთ. 

ტერიტორიას დილიდან სამართლდამცველები აკონტროლებენ.