ზღვაში პირბადის გაკეთებას არავინ მოგთხოვთ - გამყრელიძე

01.06.21 12:26
ზღვაში პირბადის გაკეთებას არავინ მოგთხოვთ - გამყრელიძე

,,დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ" - ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ზღვაში ბანაობის დროს პირბადე არ უნდა გეკეთოს, მაგრამ ხალხმრავალ ადგილზე მისი გამოყენება აუცილებელია.

გასაგებია ახლა, რომ სოფელში, ტყეში თუ მარტო ხართ, არავინ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას, მაგრამ იქ თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც მასობრივი შეკრებაა ადამიანების, რა თქმა უნდა, იქ პირბადე უნდა გამოიყენოთ. სანაპიროზე თუ ბანაობთ ზღვაში, ალბათ, არავინ მოგთხოვთ [პირბადის ტარებას], მაგრამ ბულვარში თუ დადიხართ ბათუმში ან ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენს გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.