საქართველოში 6-16 წლამდე 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის - ელენე ხოშტარია

01.06.21 12:51
საქართველოში 6-16 წლამდე 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის - ელენე ხოშტარია

 მოძრაობა ,,დროას" დამფუძნებელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში ბავშვთა უფლებების დარღვევის შემაშფოთებელ სტატისტიკას აქვეყნებს. ,,განგაშის ზარის შემოკვრის დროა"- აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონის ამბავია საკმარისი, რომ განგაშის ზარი შემოვკრათ და არა ბუშტები ვაქნიოთ დღეს. 
გთავაზობთ ასევე მონაცემების ამონაკრებს
გაეროს ბავშვთა ფონდის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა:
2017 წელს უკიდურეს სიღარიბეში 50, 000 ბავშვი ცხოვრობს.
ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 31.6%-ია.
ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებებიც კი დაუკმაყოფილებელია.
სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში:
2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რიცხვი, სადაც ფიქსირდება 1 ბავშვი მაინც, 71 766-დან 87 527 ოჯახამდე გაიზარდა. ხოლო, 3 და მეტი ბავშვიანი ოჯახების რიცხვი 20.750-დან 25.782 ოჯახამდე. ამავე პერიოდში, იანვარში, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო 152,353 არასრულწლოვანი, ხოლო წლის ბოლოს - 186,131 არასრულწლოვანი ბენეფიციარი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 6-16 წლამდე 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის და არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაშია მათ შესახებ მონაცემები - წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

 

 

 დღეს ბავშთა საერთაშორისო დღეა.

 

მსგავსი სიახლეები