თბილისის მოსახლეობა წელში გადატეხეთ - აქცია ,,სემეკთან"

01.06.21 13:43
თბილისის მოსახლეობა წელში გადატეხეთ - აქცია ,,სემეკთან"

,,გასაჯაროვდეს დოკუმენტები, სადაც გაზის ტარიფის ზრდის არგუმენტებია მოყვანილი" - ამ მოთხოვნით ,,ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სემეკის შენობის წინ აქცია პერფომანსი გამართეს. 

,,ახალგაზრდა ლეიბორისტებმა" სემეკის შენობაზე გაზის  ქვითრები გამოაკრეს, რასაც პოლიციის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, მიშა ქუმციაშვილი აცხადებს, რომ ტარიფის გაზრდით ,,თბილისი ენერჯი" წელში კი გასწორდა, მაგრამ პრობლემა დედაქალაქის მოსახლეობას შეექმნა.

27 მაისს ნარმანიამ გააკეთა განმარტება, რატომ სჭირდებოდათ ტარიფის გაზრდა. ამით კომპანია წელში გასწორდებაო. ამით წელში გადატეხა დედაქალაქის მოსახლეობა, ის ხალხი, ვისგანაც ხელფასს 13 ათას ლარს იღებს და შარშან 45 ათასიანი პრემია გამოიწერა. ნარმანია ანგარიშვალდებულია ხალხთან და იქცა კომპანიის ბიზნესომბუდსმენად და კალაძე ივანიშვილის კორუფციული სქემების გამაფორმებლად - თქვა მიშა ქუმციაშვილმა.

დღეიდან დედაქალაქის მოსახლეობისთვის გაზის გადასახადი 8 თეთრით გაიზარდა. ,,სემეკმა" გადაწყვეტილება "თბილისის ენერჯის" მოთხოვნის საფუძველზე მიიღო. გაზის კომპანია აცხადებს, რომ დოლარის კურსის ცვლილების გამო  25 მილიონამდე იზარალა, რის გამოც გადასახადის გაზრდა მოითხოვა.