დაპირისპირება და ხმაური ზუგდიდში - აქცია და კონტრაქცია ცენტრალური ბაზარში

01.06.21 13:13
დაპირისპირება და ხმაური ზუგდიდში - აქცია და კონტრაქცია  ცენტრალური ბაზარში

ხმაური და დაპირისპირებაა ზუგდიდში, ცენტრალურ ბაზართან, სადაც ერთდროულად 2 აქცია ტარდება.

მერია მხოლოდ ჩვენ გვიკრძალავს გარევაჭრობას, ხოლო ბაზრის გარეთ, სხვა პერიმეტრზე მოვაჭრეები კი ადგილზე რჩებიან. გეგეჭკორის ქუჩაზე მომუშავე გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ვითხოვთ - აცხადებენ გარემოვაჭრეები.

სამართალდამცველებმა აქციის ადგილიდან გარემოვაჭრეების აყრა სცადეს, რასაც  დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც ერთ-ერთი მოვაჭრისთვის სასწრაფო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
გარემოვაჭრეების აყრის პარალელურად აქცია გამართეს ბაზრის შიდა მოვაჭრეებმა, რომლებმაც გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გზა გადაკეტეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცენტრალური გზა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო, თუმცა, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები გზიდან გაიყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა ავტომანქანებს გადაადგილების შესაძლებლობა.