თურქეთში გამგზავრება როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით შეგეძლებათ - საქართველოს საელჩო თურქეთში

01.06.21 14:29
თურქეთში გამგზავრება როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით შეგეძლებათ - საქართველოს საელჩო თურქეთში

პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრება როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზით შეეძლებათ - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

 ანკარაში საქართველოს საელჩო გაცნობებთ, რომ დღეიდან, 2021 წლის პირველი ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე“, – აღნიშნულია  თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.