ყოველი მომდევნო დღე წინანდელზე ხმაურიანი იქნება - რიონის ხეობის მცველები

01.06.21 15:27
ყოველი მომდევნო დღე წინანდელზე ხმაურიანი იქნება  - რიონის ხეობის მცველები

პროტესტის 218-ე დღე - რიონის ხეობას  ისევ საპოლიციო ძალები აკონტროლებენ, ხეობა ისევ რკინის ბარიკადებით  არის გაყოფილი, თუმცა ადგილზე პროტესტი და ხმაური ისევ გრძელდება.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობის ნიშნად ცოტა ხნის წინ ტაქსის მძღოლების კოლონაც შეურთდა-  ისინი გუმათში გაბმული სიგნალებით მივიდნენ და შეკრებილების მხარდაჭერა გამოუცხადეს. რიონის ხეობის მცველები ცოტა ხნის წინ  კომპანიას ,,ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შეესახებ გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურნენ.

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მაკა სულაძის , თქმით, სანამ  ხელშეკრულების გაფორმებას გადაწყვეტენ, მანამ ხალხს უნდა ჰკითხონ აზრი.

მსგავსი პროტესტის ფონზე არ უნდა გამოითქვას ასეთი აზრი, პირიქით, უნდა დაფიქრდნენ, რა შეეშალათ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და სანამ ხელს აწერენ ხელშეკრულებაზე, პროექტებზე, მოსახლეობას ჰკითხონ აზრი, ჩვენ უფრო კარგად გავარჩევთ, რა არის კაბალური და რა არა -  განაცხადა მაკა სულაძემ.

პროტესტის  218-ე დღე კვლავ ხმაურით გრძელდება. ყოველი შემდგომი დღე წინანდელზე ხმაურიანი იქნება, პროგნოზირებენ ხეობის მცველები.