ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში - უწყება განმარტებებს მინისტრის ინფიცირებასთან დაკავშირებით გააკეთებს

01.06.21 17:14
ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში - უწყება განმარტებებს მინისტრის ინფიცირებასთან დაკავშირებით გააკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის კოვიდ 19-ით ინფიცირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. უწყების წარმომადგენლებმა ეკატერინე ტიკარაძის ინფიცირების ფაქტთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გააკეთონ.

ჯანდაცვის მინისტრი ასტრა ზენეკას პირველი დოზით მარტის თვეში აიცრა, თუმცა როგორც გაირკვა ვაქცინის მეორე დოზა მას გაკეტებული არ ჰქონია. 

ნიუ ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის  ცენტრის ხემძღვანელი ვახტანგ კალოიანი  საზოგადოების დროული ინფორმირების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, იმისათვის, რომ საზოგადოებაში ანტივაქსერული განწყობები არ გაძლიერდეს, ჯანდაცვის სამინისტროს მინისტრის ინფიცირებასთან დაკავშირებით განმარტებებეი დროულად უნდა გააკეთოს. 

მნიშვნელოვანია, რომ მან გაიაზროს, რომ ის არის საჯარო პირი, ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელია და მან მოქალაქეები სრულად უნდა ჩააყენოს საქმის კურსში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობსი შესახებ. ასევე, უნდა განმარტოს, რომ მას ჯერჯერობით მხოლოდ ერთი დოზა აქვს გაკეთებული და სამწუხაროდ, ვერ მოასწრო მეორეს გაკეთება ამ მდგომარეობის გამო და ამაში დასაძრახი არაფერია. უბრალოდ, ანტივაქსერულმა კამპანიამ არ უნდა შეძლოს ამ ფაქტის გამოყენება, ამიტომ დროული და ადეკვატური ინფორმაცია  საჯარო პირის შესახებ არის ძალიან მნნიშვნელოვანი, - ამბობს კალოიანი. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსს ქვეყანაში 31 ადამიანი ემსხვერპლა, ინიფიცირებული კი  1233 ადამიანია.
 

მსგავსი სიახლეები