საშუალოდ, 1000 ინფიცირებულიდან 25-30 ადამიანს ვკარგავთ, სერიოზული მაჩვენებელია - კულუმბეგოვი

01.06.21 17:35
საშუალოდ, 1000 ინფიცირებულიდან 25-30 ადამიანს ვკარგავთ, სერიოზული მაჩვენებელია - კულუმბეგოვი

კოვიდ 19-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი - ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსმა 31 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებული კი 1233 ადამიანია. სპეციალისტები ამბობენ, რომ გარდაცვალების ზრდა ვაქცინაციის დაგვიანებამ და ახლი შტამების ცირკულირებამ გამოწივია.

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელს საგანგაშოს უწოდებს და მიზეზების გამოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობს. 

საქართველოსთვის მე მაინც უჩვეულოდ მიმაჩნია ერთ მილიონ ადამიანზე თითქმის 7-8 ადამიანის გარდაცვალება, ეს საკმაოდ სერიოზული ციფრია, ანუ კარგავს საშუალოდ 1000 ინფიცირებული ადამიანიდან თითქმის დღეში 30 ადამიანს. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება, ხომ არ არის კლინიკურ ნაწილში რამე პრობლემა, ლოჯისტიკურ ნაწილში, ან თუ შეიძლება, ეს აიხსნას ბრიტანული ვარიანტის გაზრდილი ლეტალობის მაჩვენებლებით.  ამიტომ  ამას  სჭირდება სერიოზული მსჯელობა და განსჯა და ამის შემდეგ უნდა დაიდოს დასკვნები, რატომ არის ქვეყანაში ბოლო პერიოდში შენარჩუნებული ასეთი მაღალი მასშტაბის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, - ამბობს ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.